1. წლის პერიოდები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხი, მოცემულია ამ წესების დანართში. ამინდის კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე რკინიგზას უფლება აქვს, დროებით შეცვალოს გადაზიდვის დაწყებისა და დამთავრების ვადები.
2. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხის განსაზღვრისას, ტვირთგამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს მისი ხანგრძლივობა, აგრეთვე ტვირთის შესანარჩუნებლად ყველაზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელი წლის პერიოდი.
3. თუ ამ წესის შესაბამისად, მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხს განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი იგი ვალდებულია, ამის თაობაზე გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 199
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 199, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-199/