1. ტვირთგამგზავნი, სხვა მონაცემებთან ერთად, ზედნადებში უთითებს ძარაში განლაგებული ტვირთის წონის (მასის) შემდეგ მონაცემებს:
ა) ავტომატარებლის (კონტრეილერის) საკუთარ და გზავნილის ბრუტოს საერთო მასას;
ბ) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის რაოდენობასა და საკონტროლო ნიშნებს.
2. საფრთხეშემცვლელი ტვირთი ავტომატარებლებსა და კონტრეილერებში გადაიზიდება რკინიგზით საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.
3. სასურსათო და სხვა ტვირთი, რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას და ვენტილაციას, გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ამ სახის ტვირთისთვის განკუთვნილ საგანგებოდ აღჭურვილ ავტომატარებლებსა და კონტრეილერებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 194
თავი XVII — ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 194, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-194/