1. მალფუჭებად ტვირთს განეკუთვნება ტვირთი, რომელიც რკინიგზით გადაზიდვისას მოითხოვს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან დაცვას, მოვლას ან სვლის გზაზე განსაკუთრებულ მომსახურებას.
2. მალფუჭებადი ტვირთის ნუსხა, აგრეთვე თერმულ-ტექნოლოგიური დამუშავებისა და წლის პერიოდის კვალობაზე მისი გადაზიდვის ზღვრული ვადები მოცემულია ამ წესების დანართში.
3. მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში (სარეფრიჟერატორო ვაგონი, ვაგონ-თერმოსი, ცისტერნა-თერმოსი, იზოთერმული ვაგონ-ცისტერნა), დახურულ ვაგონებში, უნივერსალურ და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 197
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 197, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-197/