2. განსაკუთრებული პირობებით, აგრეთვე, გადაიზიდება ის მალფუჭებადი ტვირთი, რომლის მდგომარეობა და შეფუთვა არ შეესაბამება სტანდარტებსა და ტექნიკურ პირობებს, რის გამოც იგი შეიძლება გადაიზიდოს დადგენილი ზღვრული ვადების გადამეტებით.
3. თუ რკინიგზას არა აქვს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაზიდვის პროცესში შესაძლებელია ტვირთგამგზავნის მიერ მოთხოვნილი ტემპერატურელი რეჟიმის ან გადაზიდვის სხვა პირობების დაცვა, რკინიგზას უფლება აქვს, არ მიიღოს ტვირთი გადასაზიდად