მალფუჭებადი საქონლის დანაკარგების ან გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით, და იმ პირობით, რომ შესრულებულია ყველა სავალდებულო მოთხოვნა, თითოეული მხარე მალფუჭებადი საქონელის გაშვებას უზრუნველყოფს:
ნორმალურ პირობებში უმოკლეს ვადებში; და
განსაკუთრებულ გარემოებებში – როდესაც ამის გაკეთება მიზანშეწონილია, საბაჟოსა და სხვა შესაბამისი უწყებების არასამუშაო საათებში.
შემოწმებების გრაფიკის შედგენისას, თუ ასეთი საჭიროება არსებობს, თითოეული მხარე უპირატესობას მიანიჭებს მალფუჭებად საქონელს.
თითოეული მხარე თავად უზრუნველყოფს, ან იმპორტიორს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყოს მალფუჭებადი საქონლის შესაბამისი დასაწყობება მის გაშვებამდე. მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ იმპორტიორის მიერ უზრუნველყოფილი საწყობები აღიარებული ან განსაზღვრული იყოს თავისი შესაბამისი ორგანოების მიერ. საქონლის გადაზიდვა საწყობებამდე, ასევე ოპერატორებისთვის ამგვარი გადაზიდვის ნებართვების მინიჭება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაექვემდებაროს აღნიშნული შესაბამისი ორგანოების ნებართვას. მხარე, როდესაც ეს შესაძლებელია, თავისი შიდა კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, იმპორტიორის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოფს ნებისმიერი ისეთი პროცედურის შესრულებას, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნული საწყობებიდან ტვირთის გასაშვებად.
მალფუჭებადი საქონლის გაშვებისას მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში, და წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმპორტიორი მხარე, როდესაც ეს შესაძლებელია, წარმოადგენს ინფორმაციას შეფერხების მიზეზების შესახე