მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით თითოეული მხარე მიიღებს ან შეინარჩუნებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს საქონლის ეფექტიანად გაშვებისთვის. უფრო მეტი სიცხადისთვის, წინამდებარე პუნქტი არ ავალდებულებს  მხარეს საქონლის გაშვებას, თუ არ შესრულებულა მისი მოთხოვნები საქონლის გაშვებასთან დაკავშირებით.

პირველი პუნქტის შესაბამისად, თითოეული მხარე დანერგავს ან განახორციელებს პროცედურებს, რომლებიც:

ითვალისწინებს საქონლის გაშვებას მისი მისვლიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში, იმ პირობით, თუ შესრულებულია ყველა სხვა ნორმატიული მოთხოვნები; და

საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული წესით წარდგენას და დამუშავებას წინასწარ, საქონლის ფიზიკურად მისვლამდე, საქონლის გაშვების პროცედურის დაჩქარების მიზნით.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქონლის გაშვების პერიოდი არ იყოს იმაზე უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს ესაჭიროება საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება