1. თითოეული მხარე დანერგავს ან განახორციელებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს საქონლის ეფექტიანად გაშვების მიზნით, რაც მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურება. უფრო მეტი სიცხადისთვის, წინამდებარე პუნქტი არ ავალდებულებს მხარეს საქონლის გაშვებას, თუ არ შესრულებულა მისი მოთხოვნები საქონლის გაშვებასთან დაკავშირებით.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად, თითოეული მხარე დანერგავს ან განახორციელებს პროცედურებს, რომლებიც:

(a) ითვალისწინებს საქონლის გაშვებას მისი მისვლიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში, იმ პირობით თუ შესრულებულია ყველა სხვა ნორმატიული მოთხოვნა;

(b) საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული წესით წარდგენას და დამუშავებას წინასწარ, საქონლის ფიზიკურად მისვლამდე, საქონლის გაშვების პროცედურის დაჩქარების მიზნით; და

(c) შეიძლება იმპორტიორს აძლევდეს უფლებას მოიპოვოს საქონლის გაშვების ნებართვა მანამ, სანამ ის შეასრულებს მხარის ყველა მოთხოვნას იმპორტთან დაკავშირებით, იმ პირობით თუ იმპორტიორი წარმოადგენს საკმარის და ქმედით გარანტიებს და თუ დადგენილია, რომ არ არსებობს შემდგომი შესწავლის, ფიზიკური შემოწმების, ან რაიმე სხვა დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა.

3. თითოეული მხარე შეეცდება დანერგოს და გამოიყენოს სისტემა, რომლის ფარგლებშიც ის საქონელი, რომელსაც გადაუდებელი განბაჟება ესაჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება დაჩქარებული საბაჟო დამუშავებით.

4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქონლის გაშვების პერიოდი არ იყოს იმაზე უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს ესაჭიროება საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება