1. თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაციამ შესაძლოა ნებისმიერ დროს მოითხოვოს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვა, წინამდებარე თავის განხორციელებასთან ან ამოქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, იმ შემთხვევაში თუ მომთხოვნი მხარე წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება შესაბამისი საკონტაქტო პირების მეშვეობით, მოთხოვნის წარდგენიდან 60 დღის, ან ნებისმიერი სხვა პერიოდის განმავლობაში, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2. თუ კონსულტაციების გზით ვერ მოხერხდება შესაბამისი საკითხის გადაწყვეტა, მოთხოვნის წარმდგენ მხარეს შეუძლია საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით გადასცეს მე-14 თავის (ინსტიტუციური დებულებები) 14.1 (FTA ერთობლივი კომისია) და 14.2 (FTA ერთობლივი კომისიის რეგლამენტი) მუხლებში მითითებულ FTA ერთობლივ კომისიას.

3. წინამდებარე თავის მიზნებისთვის, თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია დანიშნავს ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო პირს. საკონტაქტო პირთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდება მეორე მხარეს. მას დაუყოვნებლივ ეცნობება ასევე ამ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ.

თავი 5

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომე