მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ფუნქციონირებას ან საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებთან მიმართებაში უსაფრთხოების ზომების გატარებას:

(a) მეორე მხარეს მისცემს შესაძლებლობას გამართოს მოლაპარაკებები უფლებამოსილების ურთიერთაღიარებასა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ეფექტიანი საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფასთან ერთად; და

(b) იხელმძღვანელებს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ, გლობალური ვაჭრობის უსაფრთოხებისა და ხელშეწყობის სფეროში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო სტანდარტები