1. თითოეული მხარე დადგენილ გონივრულ ვადებში მიაწვდის მე-2(a) ქვეპუნქტში მითითებულ პირს წინასწარ წერილობით გადაწყვეტილებებს ტარიფების კლასიფიკაციისა და იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა წინამდებარე შეთანხმების მხარის ტერიტორია საქონლის წარმოშობის ადგილს.

2. თითოეული მხარე აამოქმედებს ან შეასრულებს წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილებების გაცემის პროცედურას, რომელიც:

(a) ადგენს, რომ ექსპორტიორს, იმპორტიორს, ან სათანადო საფუძვლის მქონე ნებისმიერ პირს, ან მის წარმომადგენელს შეუძლია განაცხადის შეტანის გზით მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა განაცხადში მითითებული საქონლის იმპორტირების თარიღამდე. მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ განმცხადებელს გააჩნდეს იურიდიული წარმომადგენლობა, ან რომ ის რეგისტრირებული იყოს მის ტერიტორიაზე;

(b) დეტალურად მიუთითებს იმ ინფორმაციას, რომლის წარდგენაც სავალდებულოა იმისათვის, რომ მსვლელობა მიეცეს განაცხადს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ;

(c) ნებას რთავს მხარის საბაჟო ადმინისტრაციას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ განაცხადის შეფასების ნებისმიერ ეტაპზე, განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია მისი მოთხოვნის შესაფასებლად;

(d) უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ წარდგენილ ფაქტებსა და გარემოებებს და გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა რელევანტურ ინფორმაციას; და

(e) უზრუნველყოფს განმცხადებლის სახელზე წინასწარი გადაწყვეტილების გაცემას, გამცემი საბაჟო ადმინისტრაციის სახელმწიფო ენაზე, სწრაფი წესით, ყველა სახის აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში.

3. ის მხარე, რომელიც უარს აცხადებს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ გაუგზავნის შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

4. მხარეს შეუძლია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე, თუ მე-2(c) პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

5. თითოეული მხარე შეეცდება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელსაც ის საინტერესოდ მიიჩნევს ვაჭრობაში მონაწილე სხვა პირებისთვის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საჭიროების გათვალისწინებით.

6. მე-7 პუნქტის შესაბამისად, თითოეული მხარე შესვლის ნებისმიერი პორტიდან თავის ტერიტორიაზე შეტანილი საიმპორტო საქონლის მიმართ წინასწარი გადაწყვეტილების გამოყენებას დაიწყებს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის ან წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებული ნებისმიერი სხვა თარიღიდან. მხარე უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში, ყველა სახის იმპორტირებული საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს ერთნაირი რეჟიმი, მიუხედავად იმპორტიორის ან ექსპორტიორისა, თუ ყველა არსებითი ხასიათის ფაქტი და გარემოება ერთმანეთის იდენტურია.

7. მხარეს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს ან გააუქმოს წინასწარი გადაწყვეტილება, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ:

(a) ცვლილებები შევიდა შესაბამის კანონებში ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში;

(b) წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაცია, ან არ იქნა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია;

(c) ცვლილება შევიდა არსებით ფაქტში; ან

(d) ცვლილება შევიდა იმ გარემოებებში, რომლებსაც დაემყარა გადაწყვეტილებ