წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

(a) საბაჟო ადმინისტრაცია ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს - ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს; და

(ii) ჩინეთის შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს მთავარ ადმინისტრაციას.

(b) საბაჟო კანონმდებლობა ნიშნავს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებს, რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას, და რომელთა ამოქმედება და აღსრულება ექსკლუზიურად საბაჟო ორგანოების ფუნქციაა, და ნებისმიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომელსაც საბაჟო ორგანოები გამოსცემენ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

(c) საბაჟო პროცედურები ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც საბაჟო ადმინისტრაცია იყენებს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ;

(d) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეთანხმება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მარაკეშის შეთანხმების 1A დანართის ნაწილის GATT 1994-ის VII მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებას;

(e) სატრანსპორტო საშუალებები ნიშნავს სხვადასხვა ტიპის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ახორციელებს მგზავრების და/ან საქონლის ტრანსპორტირებას მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდა