თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ იმპორტიორს, ექსპორტიორს ან ნებისმიერი სხვა პირს, რომლის მიმართაც ვრცელდება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით გამოტანილი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, ჰქონდეს უფლება:

(a) ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს საბაჟო ადმინისტრაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა თანამდებობის პირმა ან ორგანომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები; და

(b) სასამართლო წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისა