1. თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს, მათ შორის, ინტერნეტში, თავის კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი ხასიათის ადმინისტრაციულ წესებს ან პროცედურებს, რომლებიც ვრცელდება მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე.

2. თითოეული მხარე შექმნის ერთ ან რამდენიმე საინფორმაციო პუნქტს, რომელსაც დაევალება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შესულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, და ინტერნეტში გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამგვარი შეკითხვების გაგზავნის პროცედურების შესახებ.

3. პრაქტიკული შესაძლებლობიდან გამომდინარე, და თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების შესაბამისად, თითოეული მხარე ინტერნეტში წინასწარ გამოაქვეყნებს ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების პროექტებს, რომლებიც არეგულირებს მხარეთა შორის ვაჭრობას, იმისათვის რომ საზოგადოებას, კერძოდ, დაინტერესებულ პირებს მიეცეთ თავიანთი შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.

4. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სათანადო ინტერვალის დაცვას მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის ახალი ან შეცვლილი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასა და მათ ძალაში შესვლას შორის.

5. თითოეული მხარე უზრუნველყოფს მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების ერთგვაროვნად, მიუკერძოებლად და გონივრულად განხორციელება