1.
წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის პირობების დაურღვევლად  მხარეები ითანამშრომლებენ, რომ გაიზარდოს მეორე მხარის ოფიციალური კონტროლის სისტემისა და მექანიზმის ორმხრივი გაგება, რომლებიც გამიზნულია ამ შეთანხმების
III დანართში ჩამოთვლილი SPS ზომების განხორციელებისათვის, და ასეთი სტრუქტურისა და მექანიზმების ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტის ანგარიშების მეშვეობით, თუკი ის კეთდება საჯაროდ და მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ასეთი აუდიტის შედეგებზე ან  სხვა შესაბამისი
ინფორმაცია.

2.
ეკვივალენტობის განსაზღვრის ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთმანეთის ინფორმირებას შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ან სხვა პროცედურულ
ცვლილებებზე.

თანამშრომლობის
აუცილებელი
დონე უნდა იქნეს მიღწეული, რათა ხელი შეეწყოს საკანონმდებლო დოკუმენტების გადაცემას ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის
საფუძველზე.

ამ
მიზნით
თითოეული მხარე მეორე მხარეს წარუდგენს საკონტაქტო პირს. მხარეები აგრეთვე შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების
შესახე