1.
ამ თავის დებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით თითოეულ მხარეს უფლება აქვს:

(a)

განახორციელოს  მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირების და სერტიფიცირების სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმება, და/ან საჭიროებისამებრ სხვა ღონისძიების დამოწმება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და კოდექს ალიმენტარიუსის, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

(b)
მიიღოს ინფორმაცია მეორე მხარისაგან მისი კონტროლის სისტემის შესახებ და იყოს ინფორმირებული ასეთი სისტემით განხორციელებული შემოწმების შედეგებზე, ორივე მხარისთვის მოქმედი კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.

2.

ორივე მხარეს უფლება აქვს აცნობოს მესამე მხარეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული შედეგები დამოწმების დამტკიცების შესახებ და გახადოს ისინი საჯარო, ისე, როგორც ეს მოთხოვნილია ორივე მხარისათვის მოქმედ დებულებებში. საჭიროებისამებრ, კონფიდენციალურობის შესახებ დებულებები, რომელიც მოქმედია ორივე მხარისათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული შედეგების მესამე მხარისათვის გაცნობისას ან/და გასაჯაროებისას.

3.
თუ იმპორტიორი მხარე გადაწყვეტს განახორციელოს დამოწმების ვიზიტი ექსპორტიორ მხარესთან, იმპორტიორმა მხარემ აღნიშნულის შესახებ, ექსპორტიორ მხარეს უნდა აცნობოს დამოწმების ვიზიტამდე არანაკლებ 60 სამუშაო დღით ადრე, გამონაკლისია საგანგებო შემთხვევები ან თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი ვიზიტის შესახებ ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის.

4.
ხარჯები, რომელიც გაწეულია მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირებისა და  სერტიფიცირების სისტემის ან/და სხვა ღონისძიების, მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმების განხორციელებისთვის, ეკისრება დამოწმების ან ინსპექტირების განმახორციელებელ მხარეს.

5.
დამოწმების დამტკიცების შესახებ წერილობითი ოქმის სამუშაო ვერსია  უნდა გადაეგზავნოს ექსპორტიორ მხარეს დამოწმების დასრულებიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში. ექსპორტიორ მხარეს დამოწმების შესახებ წერილობითი ოქმისპროექტზე კომენტარების გაკეთებისათვის აქვს 45 სამუშაო დღე. ექსპორტიორი მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები თან უნდა დაერთოს და სადაც საჭიროა, გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო შედეგში. ამასთანავე, დამოწმების პროცესში ადამიანის, ცხოველთა ჯანმრთელობისათვის ან მცენარეების დაცვისათვის მნიშნვნელოვანი საფრთხის გამოვლენისას, ექსპორტიორ მხარეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ნებისმიერ შემთხვევაში დამოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6.
სიცხადისთვის, დამოწმების შედეგებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს მხარეების ან მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 57-ე  და 63-ე მუხლებშ