1.
მხარეები თანხმდებიან როგორც ძირითად პრინციპზე, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს სტაბილური და ყოვლისმომცველი. ასევე დებულებები და პროცედურები უნდა იყოს პროპორციული, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, არადისკრიმინაციული, მიუკერძოებელი და სრულდებოდეს ეფექტურად და ერთგვაროვნად, აგრეთვე უზრუნველყოს:
(a)
ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და დაცვა საკანონმდებლო მოთხოვნების ეფექტური აღსრულების და შესაბამისობის ხარჯზე;
(b)
ეკონომიკურ ოპერატორებზე ზედმეტი და დისკრიმინაციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილება, თაღლითობის თავიდან აცილება და კანონმორჩილების მაღალი დონის მქონე ეკონომიკური ოპერატორების ხელშეწყობა;
(c)
საბაჟო დეკლარირებისათვის ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის გამოყენება;
(d)
შესაბამისი ზომების გატარება საზღვარზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და გამარტივების ზრდისთვის;
(e)
საქონლის შემოტანა, გატანის და გაშვების გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე საბაჟო ტექნიკის გამოყენება, რისკის შეფასების, გაფორმების შემდგომი კონტროლის და კომპანიის აუდიტის მეთოდების ჩათვლით;
(f)
ყველა ეკონომიკური ოპერატორის კანონმორჩილების დანახარჯების შემცირებისა და პროგნოზირების ზრდისკენ სწრაფვა;
(g)
ობიექტური რისკის შეფასების კრიტერიუმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, იმპორტით, ექსპორტით და ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში არსებული მოთხოვნების და პროცედურების არადისკრიმინაციული ადმინისტრირება;
(h)
საბაჟოსა და ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) დროებითი დაშვების შესახებ სტამბულის 1990 წლის კონვენციის, ჰარმონიზებული სისტემის 1983 წლის საერთაშორისო კონვენციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს 1975 წლის TIR კონვენციის, საქონლის სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ 1982 წლის კონვენციის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების ჩათვლით; ამასთავე საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის და უზრუნველოფის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო სტანდარტების;
(i)
საბაჟო პროცედურების გამარტივების და ჰარმონიზების შესახებ განახლებული კიოტოს 1973 წლის კონვენციის დებულებების იმპლემენტაციასა და ასახვასთან დაკავშირებული ზომების მიღება;
(j)
სატარიფო კლასიფიკაციის და წარმოშობის წესების შესახებ წინასწარი სავალდებულო რეგულაციების უზრუნველყოფა. მხარეები უზრუნველყოფენ რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს ან გაბათილდეს მხოლოდ დაინტერესებული ოპერატორის შეტყობინების შემდეგ და ყველანაირი უკუქმედების ძალის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე;
(k)
არადისკრიმინაციული და ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით უფლებამოსილ მოვაჭრეთათვის გამარტივებული პროცედურების დანერგვა და გამოყენება;
(l)
საბაჟო რეგულაციების და პროცედურული მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის თანაზომადობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველმყოფი წესების შემოღება, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ამ წესების აღსრულებამ არ გამოიწვიოს გაუმართლებელი და უსაფუძვლო შეფერხებები;
(m)
სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული მომსახურებისას გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და პროპორციული წესების გამოყენება, როცა ეს მომსახურება ასევე ხორციელდება კერძო სექტორის მიერ.
2.
სამუშაო მეთოდების გაუმჯობესების, ასევე განხორციელებული ოპერაციების არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
(a)
მიიღებენ შემდგომ ზომებს საბაჟო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სტანდარტიზაციის, გამარტივებისა და შემცირებისათვის;
(b)
საქონლის სწრაფი გაშვებისა და გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით შეძლებისდაგვარად გაამარტივებენ მოთხოვნებსა და ფორმალურ მხარეს;
(c)
საბაჟოზე წარდგენილი საქონლის მიმართ, საბაჟო ან სხვა შესაბამისი უწყების მიერ მიღებული ადმინისტრაციული ზომების, გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების გასაჩივრების უფლების გარანტირების მიზნით, უზრუნველყოფენ სწრაფ, ეფექტიან და არადისკრიმინაციულ პროცედურებს. აღნიშნული გასაჩივრების პროცედურები უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს გონივრული და უწყების მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისი;
(d)
მიიღებენ შესაბამის ზომებს, როდესაც სადაო ადმინისტრაციული ზომები, გადაწყვეტილებები და დადგენილებები ექვემდებარება გასაჩივრებას, რათა მოხდეს საქონლის დროული გაშვება, ხოლო გადასახდელების გადახდა გადავადდეს და დაექვემდებაროს, გადახდის უზრუნველმყოფელი ღონისძიებების გატარებას. საჭიროების შემთხვევაში საქონლის გაშვება დაექვემდებარება გარანტიის წარდგენას, როგორიცაა თავდებობა ან დეპოზიტი; და
(e)
უზრუნველყოფენ, კონკრეტულად საზღვარზე, კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ამ სფეროს შესაბამის საერთაშორისო კონვენციებსა და ინსტრუმენტებში, კერძოდ, საჭიროებისამებრ მსო-ს განახლებულ არუშას 2003 წლის დეკლარაციაში.
3.
მხარეები თანხმდებიან გააუქმონ:
(a)
ნებისმიერი მოთხოვნა საბაჟო ბროკერების სავალდებულო გამოყენების შესახებ;
(b)
ნებისმიერი მოთხოვნა გადაზიდვამდე წინასწარი შემოწმებისა ან დანიშნულების ადგილზე შემოწმების სავალდებულო გამოყენების შესახებ
4.
ტრანზიტთან დაკავშირებით:
(a)
ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტრანზიტის წესები და განმარტებები, რომლებიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დებულებებით, კერძოდ 1994 წლის GATT-ის მე-5 მუხლით, და დაკავშირებული დებულებებით, ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დოჰას მოლაპარაკებების რაუნდის შედეგად მიღებული განმარტებების და ცვლილებების ჩათვლით. აღნიშნული დებულებები ვრცელდება მაშინაც, როდესაც საქონლის ტრანზიტი იწყება ან მთავრდება მხარის ტერიტორიაზე;
(b)
მომავალში საქართველოს საერთო სატრანზიტო სისტემაში[2]
მონაწილეობის გათვალისწინებით, მხარეები შეეცდებიან მათი შესაბამისი საბაჟო სატრანზიტო სისტემების განვითარებადი კავშირის მიღწევას;
(c)
ტრანზიტული მოძრაობის ხელშესაწყობად მხარეები უზრუნველყოფენ მათ ტერიტორიაზე არსებულ უწყებებსა და სამსახურებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას. ტრანზიტთან მიმართებაში მხარეები ასევე შეუწყობენ ხელს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა