მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში რათა ეფექტიანი კონტროლის, უსაფრთხოების და თაღლითობის თავიდან აცილების უზრუნველყოფასთან  ერთად  უზრუნველყონ   ამ თავში მოყვანილი  მიზნების განხორციელება და  ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობა.

ამ თავში აღნიშნული დებულებების დაცვის მიზნით  მხარეები, აგრეთვე:

(a)

გაცვლიან ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების შესახებ;

(b)
განავითარებენ ერთობლივ ინიციატივებს იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურებთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმუშავებენ ბიზნეს სექტორისათვის ეფექტიანი სერვისის  მიწოდების მიმართულებით;

(c)
ითანამშრომლებენ საბაჟოს და სხვა ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცედურების ავტომატიზების მიზნით;

(d)

საჭიროებისამებრ გაცვლიან ინფორმაციას და მონაცემებს,   კონფიდენციალურობისა და პირადი სახის ინფორმაციის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით;

(e)

ითანამშრომლებენ საქონლით, მათ შორის თამბაქოს პროდუქტებით,  უკანონო სასაზღვრო ვაჭრობასთან ბრძოლის და თავიდან აცილების მიზნით;

(f)

გაცვლიან ინფორმაციას ან გამართავენ კონსულტაციებს, იქ სადაც შესაძლებელია, საბაჟო სფეროში ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ისეთ  საერთაშორისო  ორგანიზაციებში როგორებიცაა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსო, გაერო, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია;

(g)

ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით  საბაჟოსა და ვაჭრობასთან  დაკავშირებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით;

(h)

გაიზიარებენ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკას, კერძოდ რისკის მართვაზე დაფუძნებული  საბაჟო კონტროლის სისტემების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით ფალსიფიცირებულ საქონელთან მიმართებაში;

(i)

საზღვრის გადაკვეთის პროცესის ხელშეწყობის და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ხელს შეუწყობენ მხარეთა ყველა სასაზღვრო უწყებას  შორის კოორდინაციას,  სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია  საზღვრის ერთობლივი მართვის  გათვალისწინებით; და

(j)
სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია, უზრუნველყოფენ სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების და საბაჟო კონტროლის ურთიერთაღიარებას, ვაჭრობის ხელშეწყობის ეკვივალენტური ზომების ჩათვლი