ამ თავის მიზნებისათვის:

(a)
„ზომა“ გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

(b)

„მხარის მიერ მიღებული ან გამოყენებული ზომები“ გულისხმობს ზომებს, რომლებიც გამოიყენება:

(i) ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების  მიერ; და

(ii) არასამთავრობო ორგანოების მიერ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში;

(c)

„მხარის ფიზიკური პირი“ გულისხმობს საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს მათი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად;

(d)

„იურიდიული პირი“ გულისხმობს კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით;

(e)
„მხარის იურიდიული პირი“  გულისხმობს (d) პუნქტით განსაზღვრულ და საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია იურიდიული მისამართი, ცენტრალური მართვის ან ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი ტერიტორიაზე, იმ მასშტაბითა და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი[4]
ან საქართველოს ტერიტორიაზე;

თუ ამ იურიდიულ პირს გააჩნია მხოლოდ იურიდიული მისამართი ან ცენტრალური ადმინისტრაცია იმ ტერიტორიაზე, იმ მასშტაბითა და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი ან საქართველოს ტერიტორიაზე, ის არ განიხილება როგორც საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს იურიდიული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის საქმიანობას აქვს რეალური და უწყვეტი კავშირი საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკასთან;

წინა პუნქტის დებულებების მიუხედავად, გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულები არიან საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ და კონტროლდებიან საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების მიერ, ასევე უნდა სარგებლობდნენ ამ შეთანხმებით, თუ მათი სატრანსპორტო საშუალებები დარეგისტრირებულია საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში კანონმდებლობის შესაბამისად და გადაადგილდება საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს  დროშის ქვეშ;

(f)

მხარის იურიდიული პირის „შვილობილი კომპანია“ გულისხმობს იურიდიულ პირს, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლდება იმ იურიდიული პირის მიერ[5]
;

(g)

იურიდიული პირის „ფილიალი“ გულისხმობს საქმიანობის ადგილს, რომელსაც თავად არ აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი, წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას, როგორიცაა სათაო კომპანიის დანაყოფი, გააჩნია მმართველობის სტრუქტურა და არის მატერიალურად აღჭურვილი მესამე მხარეებთან  საქმიანობის წარმოებისათვის, ისე, რომ ამ მესამე მხარეებისთვის ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჰქონდეთ სამართლებრივი კავშირი სათაო ოფისთან, რომელიც მდებარეობს საზღვარგარეთ, თუმცა, არაა საჭირო პირდაპირი ურთიერთობის დამყარება სათაო ოფისთან, რადგან ფილიალს შეუძლია საქმიანობის წარმოება ადგილზე;

(h)
„დაფუძნება“ გულისხმობს:

(i) საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ პირებთან მიმართებაში, ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების და განხორციელების უფლებას, იურიდიული პირის შექმნის, მათ შორის შესყიდვის გზით და/ან ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნით საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში;

(ii) ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ფიზიკური პირების უფლებას, წამოიწყონ და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა, როგორც თვითდასაქმებულებმა და შექმნან მეწარმე სუბიექტები, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ;

(i)
„ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს ინდუსტრიული, კომერციული და პროფესიული ხასიათის ღონისძიებებს და სახელობო საქმიანობას და არ მოიცავს მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს;

(j)

„ღონისძიებები“ გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას;

(k)

„მომსახურება“ მოიცავს მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მიწოდებული მომსახურების გარდა;

(l)

„მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მომსახურების მიწოდება და სხვა ღონისძიებების გატარება“ მოიცავს მომსახურებას ან ღონისძიებებს, რომლებიც არ ხორციელდება არც კომერციული მიზნებისათვის და არც კონკურენციის პირობებში ერთ ან მეტ ეკონომიკურ ოპერატორთან;

(m)

მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:

(i) ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე (რეჟიმი I); ან

(ii) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მომხმარებლისათვის (რეჟიმი   II);

(n)

მხარის „მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის მომსახურებას;

(o)

„მეწარმე“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს ან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას დაფუძნების გზით.

ნაწილი 2

დაფუძნე