1.
წინამდებარე შეთანხმების 76-ე მუხლის დებულებები არ ზღუდავს მხარეებს, გამოიყენონ განსაკუთრებული წესები დაფუძნებასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის იურიდიული პირების ფილიალებისა და წარმომადგენლობების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი პირველი მხარის ტერიტორიაზე. ეს განსხვავებული წესები უნდა იყოს დასაბუთებული იმ ტექნიკური ან სამართლებრივი განსხვავებებით, რომლებიც არსებობს ამ ფილიალებსა და წარმომადგენლობებს და იმ იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს შორის, რომლებიც რეგისტრირებულია მხარის ტერიტორიაზე ან ფინანსურ მომსახურებასთან მიმართებაში, გამომდინარეობს გონივრული მიზეზებიდან.
2.
განსხვავებული რეჟიმი არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რაც უკიდურესად აუცილებელია სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით ფინანსური სერვისების კუთხით, გონივრული დასაბუთების საფუძველზე.
ნაწილი 3
მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდე