სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ფილიალების გამართული და შეუფერხებელი საქმიანობის კოორდინაცია, ასევე, ფილიალებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) საოპერაციო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად ფილიალებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი;
გ) ფილიალების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციის, საკანონმდებლო ცვლილებების, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება;
დ) ფილიალებში ტრენინგების საჭირო თემატიკის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) ფილიალებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ფილიალების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში ფილიალების ჩართულობის კოორდინაცია;
ზ) იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნის პროცესში ჩართულობ