1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. სამსახურის შემადგენლობაში შედიან მრჩევლები და სპეციალისტები.

3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.

6. სამსახურის უფროსის ფუნქციებია:

ა) სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში;

ე) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;

ვ) სამსახურის საქმიანობის მეთოდოლოგიის განსაზღვრა და განვითარება;

ზ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

თ) სამსახურის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიცირება;

ი) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან და ფილიალებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

კ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

ლ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;

მ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ