1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის შეძენა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახლის შეძენისათვის აუცილებელია ქონების სამართლებრივი მდგომარეობის, საკუთრების უფლების, ტექნიკური მდგომარეობისა და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის შემოწმება.
3. შესაძენი უძრავი ქონება არ უნდა იყოს დატვირთული ისეთი უფლებრივი ან სამართლებრივი შეზღუდვით, რომელიც ხელს უშლის მუნიციპალიტეტის მიერ მის შეძენას და შემდგომ ბენეფიციარისათვის საკუთრებაში გადაცემას.
4. თითოეული ოჯახისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან/და შეძენისათვის გამოყოფილი თანხა განისაზღვრება პროგრამის გაცემის წესით და შესაბამისი წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით და არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ზღვარს.
5. თითოეული ოჯახისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან/და შეძენისათვის გამოყოფილი თანხა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებშ