1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს კომისიის განსახილველ მასალებს;
ბ) დასვას შეკითხვები;
გ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება;
დ) მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და კენჭისყრაში;
ე) დააფიქსიროს განსხვავებული აზრი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში;
ბ) საკითხი განიხილოს ობიექტურად და მიუკერძოებლად;
გ) დაიცვას პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნები;
დ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში განაცხადოს თვითაცილების შესახებ;
ე) არ გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილება პირადი ან სხვა კერძო ინტერესებისათვი