1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის წევრებს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი მასალები წინასწარ მიეწოდებათ.
5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის წევრს უფლება აქვს დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.
8. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ეფუძნებოდეს პროგრამითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებ