1. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ან ინფორმაცია ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესახებ;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, არსებობის შემთხვევაში;

დ) ოჯახის წევრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია;

ე) არსებული საცხოვრებელი სახლის/მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა, შესაბამისი აქტი, დასკვნა ან სხვა დოკუმენტი;

ზ) პროგრამით განსაზღვრული სხვა გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში.

2. თუ პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური სახლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საქმეს უნდა დაერთოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო მონაცემები.

3. თანასაკუთრების არსებობის შემთხვევაში საქმეს უნდა დაერთოს შესაბამისი თანამესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი წერილობითი თანხმობა პროგრამის ფარგლებში მშენებლობის განხორციელებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზ