ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოჯახი – ერთ საცხოვრებელ ფართში მუდმივად მცხოვრები პირების ერთობა, რომელთაც აქვთ საერთო საოჯახო მეურნეობა;
ბ) უსახლკარო ოჯახი – ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში არსებული შესაბამისი საცხოვრებელი ფართი და არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი;
გ) მძიმე საცხოვრებელი პირობები – მდგომარეობა, როდესაც ოჯახის არსებული საცხოვრებელი სახლი არის ავარიული, დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, ან არსებული საცხოვრებელი პირობები არსებითად ვერ უზრუნველყოფს ოჯახის სათანადო საცხოვრებელ პირობებს;
დ) ბენეფიციარი – ოჯახი, რომლის განცხადებაც განხილულია კომისიის მიერ და რომელიც აკმაყოფილებს პროგრამითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ე) კომისია – შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ განცხადებებს, შეისწავლის ოჯახების საცხოვრებელ და სოციალურ მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს რეკომენდაციას;
ვ) შესაძენი საცხოვრებელი სახლი – უძრავი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და საცხოვრებელ მოთხოვნებს;
ზ) მშენებლობის განმახორციელებელი სამსახური/სამსახურები – მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციაში შედის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესყიდვის ორგანიზება, ხელშეკრულების ადმინისტრირება, მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი და შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, დასრულებული საცხოვრებელი სახლის, მიღება-ჩაბარების ორგანიზება;
თ) სოციალური სამსახური – მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას, დოკუმენტაციის პირველად შემოწმებას, საქმის მომზადებას და კომისიისათვის წარდგენა