1. ეს დებულება განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენის საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომ – კომისია) სტატუსს, უფლებამოსილებას, შემადგენლობას, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
2. კომისია საქმიანობას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამისა და მის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად.
3. კომისიის საქმიანობის მიზანია განსაკუთრებულად მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მათი განცხადებების განხილვა, ოჯახების საცხოვრებელი და სოციალური მდგომარეობის შეფასება, პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან/და შეძენის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მომზადება.
4. კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით, პროგრამის გაცემის წესითა და ამ დებულები