1. კომისია განიხილავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების განცხადებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის გაცემის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. პროგრამის ფარგლებში დახმარება შეიძლება გაეწიოს ოჯახს, რომელსაც:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვს არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულა;

ბ) საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია და ოჯახს არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი;

გ) ოჯახის წევრებს საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში არ უფიქსირდებათ სხვა შესაბამისი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ოჯახი ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე;

დ) ოჯახი ცხოვრობს ოჯახის წევრის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელში, თუმცა არსებული საცხოვრებელი პირობები მძიმეა;

ე) სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

3. ბენეფიციარის შერჩევისას კომისია მხედველობაში იღებს ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ პირობებს, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ოჯახის წევრთა რაოდენობას, არასრულწლოვანი ბავშვების არსებობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობას, მრავალშვილიანობას, მარტოხელა მშობლის სტატუსს და სხვა არსებით გარემოებებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა თავისთავად არ წარმოშობს დახმარების მიღების უპირობო უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და საბიუჯეტო შესაძლებლობების გათვალისწინები