1. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით.
2. ოქმში მიეთითება:
ა) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრების ვინაობა;
გ) დღის წესრიგი;
დ) განსახილველი განცხადების მონაცემები;
ე) საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები;
ვ) კომისიის წევრთა მოსაზრებები;
ზ) კენჭისყრის შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია;
ი) განსხვავებული აზრი, არსებობის შემთხვევაში;
კ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
3. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე კომისიის წევრებ