1. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი პირობების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია განახორციელოს საცხოვრებელი ადგილის ადგილზე დათვალიერება.
2. ადგილზე დათვალიერებისას ფასდება:
ა) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური და ფაქტობრივი მდგომარეობა;
ბ) საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა და ოჯახში მცხოვრებ პირთა რაოდენობა;
გ) ოჯახის საცხოვრებლის ალტერნატივის არსებობა;
დ) ოჯახის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები;
ე) პროგრამის მიზნებთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
3. ადგილზე დათვალიერების შედეგები შეიძლება აისახოს შესაბამის აქტში, რომელსაც ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები.
4. ადგილზე დათვალიერების მასალები დაერთვის კომისიისათვის წარსადგენ საქმე