1. პროგრამით სარგებლობის მსურველი პირი განცხადებას განიხილავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური:
ა) ამოწმებს განცხადების შესაბამისობას პროგრამითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) ამოწმებს განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არსებობას;
გ) საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენის საჭიროებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ან გადაამოწმებს საჭირო ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ე) ამზადებს საქმის მასალებს კომისიისათვის წარსადგენად.
3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური კომისიას წარუდგენს მხოლოდ იმ განცხადებას, რომლის განხილვისათვის საჭირო ძირითადი დოკუმენტაცია წარმოდგენილია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულია.
4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სრულად მომზადებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის კომისიის თავმჯდომარეს/კომისიის მიერ განსახილველა