კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) ამოწმებს ოჯახის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) შეისწავლის ოჯახის საცხოვრებელ და სოციალურ მდგომარეობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე დათვალიერებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დამატებით ინფორმაციას სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან სხვა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) აფასებს ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური სახლის მშენებლობის ან/და შეძენის საჭიროებას;

ზ) განსაზღვრავს, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია თუ არა ოჯახის დაკმაყოფილება;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ან ამზადებს შესაბამის ოქმს;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ