1. სხდომის მსვლელობისას გამგეობის სხდომის წევრებს უფლება აქვთ:

ა) წამოაყენონ შენიშვნები დღის წესრიგისა და მუშაობის წესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღონ მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებანი განსახილველ საკითხებზე;

გ) მიიღონ მონაწილეობა კამათში.

დ) წარმოადგინონ წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე;

ე) მიიღონ ან არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა;

ვ) წერილობითი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი განსხვავებული აზრი.

2. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენენ გამგეობის წევრები, მოხსენება უნდა შეიცავდეს:

ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას;

ბ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე;

გ) საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ ღონისძიებებს;

დ) განსახილველ საკითხზე გამგეობის დადგენილების პროექტს.

3. დადგენილების პროექტი ხელმოწერილი უნდა იყოს საკითხის შემომტანის მიერ, საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან), რომელთაც შეეხებათ ეს დადგენილება. შეთანხმება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელის (მოადგილე, სამსახურის (განყოფილების უფროსი)) ხელმოწერით. პროექტს თან უნდა ერთვოდეს იმ სამსახურების (განყოფილებების) ჩამონათვალი ვისაც უნდა დაეგზავნოს დადგენილების ასლები.

4. გამგეობის სხდომაზე განსახილველი ყველა დადგენილების პროექტი უნდა იყოს ვიზირებული გამგეობის იურისტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის პროექტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთა