1.   გამგეობის და გამგებლის სამართლებრივი აქტები ფორმდება შესაბამის ბლანკზე.

2. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტები შეიცავს ძირითად ნაწილს და დასკვნით დებულებებს. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა, რომელშიც გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომელიც მას უდევს საფუძვლად. ნორმატიული აქტის პრეამბულაში მითითებული  უნდა იყოს თუ რომელი საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელიც ძალას კარგავს მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან

3.  შინაარსის მიხედვით, ნორმატიული აქტი შეიძლება დაიყოს თავებად და კარებად. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარებისა და თავების ნუმერაცია უწყვეტია, ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები. თუ ნორმატიულ აქტში მუხლების ნუმერაცია უწყვეტია, ნიმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი ქვეპუნქტებითაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლის პუნქტი და ქვეპუნქტი უსათაუროა. ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია _ წინადადებაც.

4.   გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში- განკარგულებაში, მითითებულ უნდა იყოს:

ა)   კონკრეტული დავალებები;

ბ)   შემსრულებელი განყოფილების დასახელება და მათი ხელმძღვანელების გვარები;

გ) შესრულების ვადები;

დ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;

ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან აქტის ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი აქტი არ შეესაბამება ადრე გამოცემულის მოქმედებას.

5. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შეიცავს დასაბუთებას და სარეზოლუციო ნაწილს. დასაბუთებაში გადმოიცემა დოკუმენტის მიღების მოტივი, მიზნები და ამოცანები. კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს დასაბუთება. სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება კონკრეტული დავალებები და შემსრულებლები. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში სხვა სამართლებრივი აქტის აღნიშვნისას მიეთითება ამ აქტის მიღების თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები ორგანო.

6. გამგეობის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმით შემდგომი გამოყენების თაობაზ