1.   გამგეობის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულ პირებს აღრიცხავს აპარატი.

2.   გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები პროექტების სახით წარდგენილი უნდა იქნას აპარატში სხდომამდე 7 დღით ადრე.

3.   აპარატი ადგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად (დადგენილების პროექტი, მოხსენებითი ბარათი, შენიშვნები) სხდომამდე 5 დღით ადრე წარუდგენს გამგებელს, ხოლო არაუგვიანეს 3 დღისა _ გამგეობის წევრებს.

4.   გამგეობის სხდომამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე, აპარატი აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

5.   გადაუდებელი აუცილებლობისას გამგეობა უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა შესაბამისი პროცედურის დაუცველად, ასეთ შემთხვევაში, აპარატი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.

6.   გადაუდებელი აუცილებლობისას, გამგეობის სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, აპარატი 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის გამოცხადებას.

7.   გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისი წესით გაფორმებას, აპარატის უფროსის ხელმოწერით და აპარატის ბეჭდით დამოწმებული ასლების გაცემას და გადაგზავნას უზრუნველყოფს აპარატი. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება გამგეობის სხდომიდან არაუგვიანეს 10 დღის