1. გამგეობის სხდომა მოიწვევა ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს 15 საათზე. სხდომას თავმჯდომარეობს რაიონის გამგებელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის მოადგილე, რომელიც მას დროებით ცვლის. ცალკეულ შემთხვევებში გამგებელი უფლებამოსილია გამგეობის სხდომა ჩაატაროს სხვა დროს.
2. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგებლის ინიციატივით ან გამგეობის შემადგენლობის (წევრების) ნახევარზე მეტის დასაბუთებული მოთხოვნით.
3. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ გამგეობის პასუხისმგებელ მუშაკებს, აგრეთვე მოწვეულ პირებს.
4. მოწვეულ პირებს, რომელთაც შეეხება განსახილველი საკითხი, აქვთ განხილვაში მონაწილეობის უფლება, ასევე, მათ შეუძლიათ, წარმოადგინონ ინფორმაცია და წინადადებები აღნიშნულ საკითხებზე. მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
5. სხდომაზე საკითხები იხილება გამგეობის სამუშაო გეგმის შესაბამისად. არაგეგმიური საკითხების განხილვა ხდება გამგებელთან შეთანხმებით, გამგებლის ან გამგეობის წევრთა ინიციატივით.
6. გამგეობის სხდომები ღიაა და საჯარო.
7. გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილებებისა და სხდომის ოქმის გაფორმებას ტექნიკურად უზრუნველყოფს აპარატი.
8. გამგეობის სხდომაზე საკითხს კენჭი ეყრება ღია წესით (ხელის აწევით)