1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს სამუშაო გეგმის საფუძველზე, რომელსაც გამგეობის სამსახურებთან (განყოფილებებთან) ერთად შეიმუშავებს გამგეობის აპარატი. გამგებლის მითითების საფუძველზე გამონაკლის შემთხვევაში საკითხი გამგეობის სხდომაზე შეიძლება დამატებით იქნეს გამოტანილი.
2. გამგეობის სამუშაო გეგმის ხანგრძლივობა მოიცავს ერთწლიან პერიოდს და იგი შეიძლება იყოფოდეს კვარტლებად.
3. გამგეობის სამუშაო გეგმის შემუშავების პროცესს უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
4. გამგეობის სამუშაო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას და საერთოდ რაიონის გამგეობის ფუნქციათა განხორციელებას.
5. გამგეობის კალენდარული სამუშაო გეგმის შესამუშავებლად საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სამსახურები (განყოფილებები) აპარატს წარუდგენენ გამგეობის სამუშაო გეგმაში გასათვალისწინებელ საკითხებს.
6. აპარატის მიერ მომზადებულ სამუშაო გეგმის პროექტს ითანხმებს გამგებელი