1. გამგეობის სხდომის თავმჯდომარე:
ა) ხსნის და დახურულად აცხადებს სხდომას;
ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომის მონაწილეს ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;
ზ) საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;
თ) ახორციელებს სხდომის გამართვისას აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს;
2. სხდომის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას საკითხთა განხილვასა და კენჭისყრაში.
3. გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, კამათს არ ექვემდებარებ