1. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივ აქტებს ამზადებს გამგეობის შესაბამისი განყოფილება ან გამგეობის აპარატი.
2. სამართლებრივი აქტების პროექტები გამგებელსა და გამგეობას წარედგინება გამგებლისა და გამგეობის კომეტენციაში შემავალ საკითხებზე.
3. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის მოადგილესთან, იმ განყოფილების ხელმძღვანელთან, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხი, ასევე გამგეობის იურისტთან.
4. შესაბამის ბლანკზე დაბეჭდილ გამგეობის სამართლებრივი აქტის პროექტს, გამგებლის შესაბამისი მოადგილის, განყოფილების ხელმძღვანელის, აპარატის უფროსის და იურისტის ვიზირების შემდეგ ხელს აწერს გამგებელი და მოწმდება გამგეობის ბეჭდით.
5. გამგებლის განკარგულებები და გამგეობის დადგენილებები აპარატის მიერ რეგისტრირდება შესაბამისი რიგითი ნომრით და თარიღით, ასლებს ხელს აწერს აპარატის უფროსი და მოწმდება აპარატის ბეჭდი