1. გამგეობის სხდომის ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს აპარატი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და აპარატის უფროსი.
2. გამგეობის სხდომის ოქმს, თანდართული დადგენილებებით, აფორმებს აპარატი არა უგვიანეს 7 დღისა.
3. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) მოწვეულ პირთა ვინაობა;
თ) კამათში გამომსვლელთა თხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი.
თავი IV
გამგეობის სამართლებრივი აქტები, მათი მომზადებისა და გაფორმების წე