ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბრძანება №1 |
|
2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
|
რეგლამენტი
2. გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების, აპარატის უფროსის, რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისაგან.
3. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, იგი განსაზღვრავს გემგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს გამგეობის შემადგენლობისა და წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს. გამგეობის საქმიანობისათვის გამგებელი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოსა და რაიონის მოსახლეობის წინაშე.
4. გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას, მუშაობის დაგეგმვას, ქ. თბილისის მერის, მთავრობის, გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის, გამგეობის სხდომების და თათბირების მომზადებისა და ჩატარების წესს, პროცედურასა და ვადებს განსაზღვრავს გამგეობის რეგლამენტი (შემდგომში-რეგლამენტი).
2. გამგეობის სამუშაო გეგმის ხანგრძლივობა მოიცავს ერთწლიან პერიოდს და იგი შეიძლება იყოფოდეს კვარტლებად.
3. გამგეობის სამუშაო გეგმის შემუშავების პროცესს უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
4. გამგეობის სამუშაო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას და საერთოდ რაიონის გამგეობის ფუნქციათა განხორციელებას.
5. გამგეობის კალენდარული სამუშაო გეგმის შესამუშავებლად საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სამსახურები (განყოფილებები) აპარატს წარუდგენენ გამგეობის სამუშაო გეგმაში გასათვალისწინებელ საკითხებს.
6. აპარატის მიერ მომზადებულ სამუშაო გეგმის პროექტს ითანხმებს გამგებელი.
შესრულების კონტროლი
2. გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს აპარატის უფროსი წარუდგენს გამგებელს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
3. გამგებელი მისთვის წარდგენილი სამუშაო გეგმის საბოლოო ვარიანტს წარადგენს გამგეობის უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად. დამტკიცებული გეგმა ეგზავნებათ შესაბამის სამსახურებს (განყოფილებებს).
4. გამგეობის სამუშაო გეგმის შესრულების კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.
5. შესრულების მდგომარეობა და შედეგები იხილება გამგეობის სხდომებზე წლის შედეგების მიხედვით და პერიოდულად გამგეობის სამუშაო თათბირებზე.
2. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგებლის ინიციატივით ან გამგეობის შემადგენლობის (წევრების) ნახევარზე მეტის დასაბუთებული მოთხოვნით.
3. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ გამგეობის პასუხისმგებელ მუშაკებს, აგრეთვე მოწვეულ პირებს.
4. მოწვეულ პირებს, რომელთაც შეეხება განსახილველი საკითხი, აქვთ განხილვაში მონაწილეობის უფლება, ასევე, მათ შეუძლიათ, წარმოადგინონ ინფორმაცია და წინადადებები აღნიშნულ საკითხებზე. მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
5. სხდომაზე საკითხები იხილება გამგეობის სამუშაო გეგმის შესაბამისად. არაგეგმიური საკითხების განხილვა ხდება გამგებელთან შეთანხმებით, გამგებლის ან გამგეობის წევრთა ინიციატივით.
6. გამგეობის სხდომები ღიაა და საჯარო.
7. გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილებებისა და სხდომის ოქმის გაფორმებას ტექნიკურად უზრუნველყოფს აპარატი.
8. გამგეობის სხდომაზე საკითხს კენჭი ეყრება ღია წესით (ხელის აწევით).
2. საკითხის შემომტან პირს ეკისრება პასუხისმგებლობა გამგეობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი პროექტის ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.
2. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები პროექტების სახით წარდგენილი უნდა იქნას აპარატში სხდომამდე 7 დღით ადრე.
3. აპარატი ადგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად (დადგენილების პროექტი, მოხსენებითი ბარათი, შენიშვნები) სხდომამდე 5 დღით ადრე წარუდგენს გამგებელს, ხოლო არაუგვიანეს 3 დღისა _ გამგეობის წევრებს.
4. გამგეობის სხდომამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე, აპარატი აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
5. გადაუდებელი აუცილებლობისას გამგეობა უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა შესაბამისი პროცედურის დაუცველად, ასეთ შემთხვევაში, აპარატი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.
6. გადაუდებელი აუცილებლობისას, გამგეობის სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, აპარატი 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის გამოცხადებას.
7. გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისი წესით გაფორმებას, აპარატის უფროსის ხელმოწერით და აპარატის ბეჭდით დამოწმებული ასლების გაცემას და გადაგზავნას უზრუნველყოფს აპარატი. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება გამგეობის სხდომიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
ა) ხსნის და დახურულად აცხადებს სხდომას;
ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომის მონაწილეს ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;
ზ) საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;
თ) ახორციელებს სხდომის გამართვისას აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს;
2. სხდომის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას საკითხთა განხილვასა და კენჭისყრაში.
3. გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, კამათს არ ექვემდებარება.
ა) წამოაყენონ შენიშვნები დღის წესრიგისა და მუშაობის წესთან დაკავშირებით;
ბ) მიიღონ მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებანი განსახილველ საკითხებზე;
გ) მიიღონ მონაწილეობა კამათში.
დ) წარმოადგინონ წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე;
ე) მიიღონ ან არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა;
ვ) წერილობითი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი განსხვავებული აზრი.
2. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენენ გამგეობის წევრები, მოხსენება უნდა შეიცავდეს:
ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას;
ბ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე;
გ) საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ ღონისძიებებს;
დ) განსახილველ საკითხზე გამგეობის დადგენილების პროექტს.
3. დადგენილების პროექტი ხელმოწერილი უნდა იყოს საკითხის შემომტანის მიერ, საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან), რომელთაც შეეხებათ ეს დადგენილება. შეთანხმება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელის (მოადგილე, სამსახურის (განყოფილების უფროსი)) ხელმოწერით. პროექტს თან უნდა ერთვოდეს იმ სამსახურების (განყოფილებების) ჩამონათვალი ვისაც უნდა დაეგზავნოს დადგენილების ასლები.
4. გამგეობის სხდომაზე განსახილველი ყველა დადგენილების პროექტი უნდა იყოს ვიზირებული გამგეობის იურისტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის პროექტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
2. გამგეობის სხდომის ოქმს, თანდართული დადგენილებებით, აფორმებს აპარატი არა უგვიანეს 7 დღისა.
3. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) მოწვეულ პირთა ვინაობა;
თ) კამათში გამომსვლელთა თხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი.
ა) ნორმატიული აქტები _ გამგებლის ბრძანება;
ბ) ინდივიდუალური აქტები: გამგებლის განკარგულება და გამგეობის დადგენილება.
2. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ნორმატიული აქტების შესახებ", ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ", ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, ,,ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით", ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგებლის მიერ გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება გამოიცემა გამგებლის მიერ ერთპიროვნულად.
4. გამგეობის დადგენილება მიიღება გამგეობის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, გამგეობის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია კენჭი უყაროს საკითხს, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გამგებელს აქვს უპირატესი ხმის უფლება.
5. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს სათაური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მითითებული), შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერა, სარეგისტრაციო ნომერი.
2. სამართლებრივი აქტების პროექტები გამგებელსა და გამგეობას წარედგინება გამგებლისა და გამგეობის კომეტენციაში შემავალ საკითხებზე.
3. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის მოადგილესთან, იმ განყოფილების ხელმძღვანელთან, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხი, ასევე გამგეობის იურისტთან.
4. შესაბამის ბლანკზე დაბეჭდილ გამგეობის სამართლებრივი აქტის პროექტს, გამგებლის შესაბამისი მოადგილის, განყოფილების ხელმძღვანელის, აპარატის უფროსის და იურისტის ვიზირების შემდეგ ხელს აწერს გამგებელი და მოწმდება გამგეობის ბეჭდით.
5. გამგებლის განკარგულებები და გამგეობის დადგენილებები აპარატის მიერ რეგისტრირდება შესაბამისი რიგითი ნომრით და თარიღით, ასლებს ხელს აწერს აპარატის უფროსი და მოწმდება აპარატის ბეჭდით.
2. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტები შეიცავს ძირითად ნაწილს და დასკვნით დებულებებს. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა, რომელშიც გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომელიც მას უდევს საფუძვლად. ნორმატიული აქტის პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს თუ რომელი საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელიც ძალას კარგავს მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან
3. შინაარსის მიხედვით, ნორმატიული აქტი შეიძლება დაიყოს თავებად და კარებად. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარებისა და თავების ნუმერაცია უწყვეტია, ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები. თუ ნორმატიულ აქტში მუხლების ნუმერაცია უწყვეტია, ნიმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი ქვეპუნქტებითაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლის პუნქტი და ქვეპუნქტი უსათაუროა. ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია _ წინადადებაც.
4. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში- განკარგულებაში, მითითებულ უნდა იყოს:
ა) კონკრეტული დავალებები;
ბ) შემსრულებელი განყოფილების დასახელება და მათი ხელმძღვანელების გვარები;
გ) შესრულების ვადები;
დ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;
ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან აქტის ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი აქტი არ შეესაბამება ადრე გამოცემულის მოქმედებას.
5. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შეიცავს დასაბუთებას და სარეზოლუციო ნაწილს. დასაბუთებაში გადმოიცემა დოკუმენტის მიღების მოტივი, მიზნები და ამოცანები. კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს დასაბუთება. სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება კონკრეტული დავალებები და შემსრულებლები. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში სხვა სამართლებრივი აქტის აღნიშვნისას მიეთითება ამ აქტის მიღების თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები ორგანო.
6. გამგეობის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმით შემდგომი გამოყენების თაობაზე.
2. პროექტის სტილისტურ შესწორებასა და სამართლებრივ შესაბამისობას უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
2. გამგეობის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, პროექტი უბრუნდება შემომტანს შენიშვნებისა და წინადადებების პროექტში გასათვალისწინებლად და შესწორებული პროექტი წარედგინება გამგებელს ხელმოსაწერად.
3. ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გადაეცემა აპარატს, რომელიც სამი დღის ვადაში უზრუნველყოფს მათ სათანადო გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით). აპარატი ასევე უზრუნველყოფს დოკუმენტების ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას და გადაცემას.
2. გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ იმავე დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირებს.
3. გამგებლის ბრძანება, გამგეობის დადგენილება და გამგებლის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის.
2. თათბირის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.
3. თათბირებზე განსახილველ საკითხებს, მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, თათბირის მონაწილეთა შემადგენლობასა და თათბირის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი.
2. ოპერატიულ თათბირზე პირველ რიგში განიხილება წინა თათბირზე მიღებული დავალების შესრულების მდგომარეობა.
3. ოპერატიულ თათბირს ატარებს გამგებელი, ცალკეულ შემთხვევებში თათბირი შეიძლება ჩაატაროს ერთ-ერთმა მოადგილემ, გამგებლის დავალებით.
2. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმში შეიტანება:
ა) თათბირის (ოპერატიული თათბირის) ჩატარების (გამართვის) დრო და ადგილი;
ბ) თათბირის (ოპერატიული თათბირის) მონაწილეთა შემადგენლობა;
გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
დ) დავალების შინაარსი;
ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები.
3. თათბირის ოქმს ხელს აწერს გამგებელი. ოპერატიული თათბირის ოქმს ხელს აწერს ამ რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი.
4. ოპერატიული თათბირის ოქმის გაფორმება, დავალებათა კონკრეტულ შესრულებამდე დაყვანა აპარატის მიერ ხორციელდება თათბირის გამართვიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
5. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის ასლები ან ამონაწერი ოქმიდან აპარატის მიერ ეგზავნებათ დავალებათა შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაბამის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს.
6. თათბირის ოქმი ფორმდება გამგეობის სხდომის ოქმების გაფორმებისათვის დადგენილი წესით.
2. გამგეობის შესაბამისი განყოფილება/სამსახურის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ მათთვის დავალებული საკითხის შესრულებას და, მითითებულ ვადებში, შესრულების შედეგებზე ან შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას.
3. გამგეობის აპარატი პერიოდულად აანალიზებს ამ მიმართებით არსებულ მდგომარეობას, საკითხი შემოაქვს გამგეობის სხდომაზე განსახილველად.
2.საჯარო ინფორმაციის შეუფერხებელ გაცემას უზრუნველყოფს აპარატი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის დაცვით.
3. სხვადასხვა სამსახურებიდან შემოსულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებზე კანონით დადგენილ ვადებში რეაგირების კონტროლს ახორციელებს გამგეობის აპარატი.
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ აპარატი კვარტალში ერთხელ წარადგენს ინფორმაციას გამგეობის სხდომაზე.
2. თუ ამ რეგლამენტში ვადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეებს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი (მომდევნო) სამუშაო დღე.
3. ცვლილებები ამ რეგლამენტში შეიტანება გამგებლის ბრძანებით.