ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანება №1 |
|
2013 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
|
რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი
2. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების და რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისაგან.
3. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, იგი განსაზღვრავს გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს გამგეობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. გამგეობის საქმიანობისათვის გამგებელი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოსა და რაიონის მოსახლეობის წინაშე.
4. გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა № 8_1.
2. გამგეობის სდომაზე შემომტან პირს ეკისრება პასუხისმგებლობა განსახილველად წარმოდგენილი დადგენილების პროექტის (პროექტების) ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.
3. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, თანდართულ მასალებთან ერთად უნდა გადაეცეს გამგეობის აპარატს სხდომამდე 3 დღით ადრე.
4. გამგეობის სხდომაზე საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სათანადო ექსპერტიზა შესაბამის სამსახურებში.
2. გამგეობის სხდომის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 1 დღისა, სხდომის დღის წესრიგი და თანდართული მასალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაეგზავნებათ გამგეობის წევრებს.
3. გამგეობა უფლებამოსილია სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან განხილვიდან მოხსნის შესახებ.
4. გამგეობის სხდომის ჩატარებამდე, სულ ცოტა 2 დღით ადრე, გამგეობის აპარატი აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.
5. გადაუდებელი აუცილებლობისას, გამგეობა უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.
2. გამგეობის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც გამგეობის იურიდიულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში გამგეობის სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს სხვა მისამართზეც.
3. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) რაიონის გამგებლის ინიციატივით;
ბ) გამგეობის წევრის/ან წევრთა მოთხოვნით.
4. გამგეობის რიგგარეშე სხდომა იმართება მისი მოწვევის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
5. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. გამგეობის სხდომები, როგორც წესი, ღიაა და მიმდინარეობს საჯაროდ. გამგეობის აპარატი იღებს ზომებს გამგეობის სხდომების საჯაროობის უზრუნველსაყოფად. გამგეობის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს გამგეობის გადაწყვეტილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომის საჯაროობამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გამჟღავნება.
7. გამგეობის სხდომებზე მიღებული დადგენილებებისა და სხდომის ოქმის გაფორმებას, ტექნიკურად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
ა) ხსნის და დამთავრებულად აცხადებს სხდომას;
ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ დადგენილებასა და სხდომის ოქმს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, ატოვებინებს სხდომის დარბაზს სხდომაზე მოწვეულ პირს;
ზ) საჭიროებისამებრ, წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;
თ) ახორციელებს სხდომის გამართვისათვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება კამათს არ ექვემდებარება.
ა) წამოაყენონ წინადადებები და შენიშვნები დღის წესრიგთან და მუშაობის წესთან დაკავშირებით;
ბ) მიიღონ მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებები განსახილველ საკითხებზე;
გ) მიიღონ მონაწილეობა კამათში, ნებისმიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გამოთქვან და დაიცვან საკუთარი აზრი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე;
ე) მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში;
ვ) წერილობითი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი (განსხვავებული) აზრი.
2. მოხსენება უნდა შეიცავდეს:
ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას;
ბ) ინფორმაციას საკითხის მომზადების (რომელი აქტის საფუძველზე, ვისი ინიციატივით და ვის მიერ მომზადდა, ვისთან შეთანხმდა ან ვერ შეთანხმდა და სხვა) შესახებ;
გ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე;
დ) განსახილველ საკითხზე დადგენილების პროექტს.
3. საჭიროების შემთხვევაში საკითხის წარდგენაში შეიძლება მონაწილეობდეს გამგეობის სხვა წევრი - თანამომხსენებელი.
ა) სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში;
ბ) წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და წინადადებანი განსახილველ საკითხებზე.
2. გამგეობის სხდომაზე მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
ა) სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, საკითხის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით;
ბ) განსახილველი საკითხის შესახებ გამგეობის დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით.
2. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით.
3. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, თუ ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
2. გამგეობის აპარატი გამგეობის სხდომაზე მიღებულ ოქმსა და დადგენილებას აფორმებს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერიდან არა უგვიანეს 1 დღის ვადაში.
3. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე პირთა ვინაობა;
დ) სხდომის უფლებამოსილება შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ე) განხილვის საგანი;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილება;
თ) გამგეობის წევრთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსხვავებული აზრი.
2. თათბირების ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
3. თათბირებზე განსახილველ საკითხებს, მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, თათბირის მონაწილეთა შემადგენლობასა და თათბირის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი.
4. თათბირზე პირთა მოწვევის ორგანიზება ევალება გამგეობის აპარატს. მოსაწვევ პირთა დაზუსტებულ სიას გამგებელს წინასწარ უთანხმებს აპარატის უფროსი. თათბირის გამართვის შესახებ მის მონაწილეებს ატყობინებს გამგეობის აპარატი.
5. თათბირზე მოწვეული პირები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან განსახილველი საკითხების მომზადებაზე, გამგებლის მიერ დადგენილ ვადაში წინასწარ წარუდგენენ მას სათანადო მასალებს.
6. თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების სათანადოდ გაფორმება და მათ შესრულებაზე კონტროლი ევალება გამგეობის აპარატს.
2. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.
3. მოხსენებითი ბარათი დავალების შესრულების შესახებ მზადდება, ხოლო რიგ შემთხვევებში გამგეობის/გამგებლის სახელზე შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხი გაიცემა ან შესაბამისი მოქმედება ხორციელდება მთავარი შემსრულებლის მიერ.
ა) რაიონის გამგებელს;
ბ) რაიონის გამგებლის მოადგილეებს;
გ) რაიონულის სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებს.
2. პროექტს თან უნდა ახლდეს:
ა) შეთანხმებები დაინტერესებულ სამსახურებთან, განყოფილებებთან, დაწესებულებებთან და თანამდებობის პირებთან;
ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ტექსტი, ასევე ელექტრონული ვერსია.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები გამგეობას წარედგინება გამგეობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
3. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შეთანხმებული უნდა იყოს გამგეობის რაიონულ სამსახურთან (განყოფილებასთან) და შესაბამისი დარგის კურატორთან - გამგებლის მოადგილესთან.
4. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შინაარსისა და შესრულების ხარისხისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის შემომტანს (ინიციატორს), პროექტის სტილისტურ შესწორებასა და სამართლებრივ შესაბამისობას უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
2. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელს აწერს გამგებელი.
3. ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა გამგეობის აპარატს, რომელიც 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს მათ სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით).
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენი შესაბამისი კურატორი გამგებლის მოადგილე, გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროექტის ელექტრონულ ან მატერიალურ შეთანხმებას გამგეობის სამსახურებთან (განყოფილებებთან) რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები.
3. გამგეობის სამსახურები (განყოფილებები), რომელსაც შესათანხმებლად წარედგინა პროექტი, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.
4. პროექტის მიმართ შენიშვნების არსებობისას, პროექტის წარმომდგენი ვალდებულია განიხილოს იგი, შენიშვნის ავტორთან შეთანხმების მიღწევის მიზნით.
5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე, მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს გამგეობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გამგეობის წევრების ხმის მიცემა ფიქსირდება ,,შეთანხმების ფურცელზე’’ ხელმოწერით. გამგეობის წევრების ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტრონული ფორმით.
6. გამგეობის აპარატი უზრუნველყოფს გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღებული პროექტის გამგებლისათვის ხელმოსაწერად წარდგენას.
7. გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება გამგებლის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
2. გამგეობის სახელით შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს ხელს აწერს რაიონის გამგებელი.
2. შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ ქონებრივ ან ფინანსურ ვალდებულებებს, აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურთან.
2. თუ ამ რეგლამენტში ვადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეებს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი (მომდევნო) სამუშაო დღე.
3. ცვლილებები და დამატებები ამ რეგლამენტში შეიტანება გამგებლის ბრძანებით.