დიდუბის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
|
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
2. სამუშაო დღე იწყება 10 სთ-ზე და მთავრდება 19 სთ-ზე. შესვენება იწყება 14 სთ-დან და გრძელდება 15 სთ-მდე.
3. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ იმყოფება შენობაში, ითვლება სამსახურში მყოფად.
2. გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქ.თბილისის საკრებულო.
3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა პლასტიკურ ბარათზე დარიცხვით სს "ლიბერთი ბანკში".
2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას მითითებით,- ,,გავეცანი,,.
3. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამგეობის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მოთავსებას.
2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი მოქმედება, რომელიც შეაფერხებს გამგეობის მუშაობას;
გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესის უკლებლივ ყველა მოთხოვნა;
დ) გაუფრთხილდეს მასთან არსებულ დაწესებულების ქონებას;
ე) შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ვ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში.
3. დაუშვებელია გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში ხანძარსაშიში, ტოქსიკური ან სხვა მავნე ნივთიერების შემოტანა და მისი მოთავსება.
2. გამგეობის შენობაში (გამგეობის განყოფილებაში) თამბაქოს მოწევისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები.
3. ადგილები, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს მოწევისათვის, უნდა ექვემდებარებოდეს ვენტილაციას დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე, ერთი საათით მაინც.
4. თამბაქოს მოსაწევ ადგილზე განთავსდება შესაბამისი აბრები.
5. თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
1. მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
2. ჰიგიენურ წერტილებში;
3. ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;
4. ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;
5. კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;
6. წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.
2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
2. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში დაწესებულებიდან გასვლის აღრიცხვა შეიძლება წარმოებდეს ელექტრონული ბარათით/საშვით.
2.შინაგანაწესი გამოიკვრება გამგეობის და გამგეობის განყოფილების შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3.შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
2. გამგეობის აპარატი სამსახურში მიღებისას უზრუნველჰყოფს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის გაცნობას, რაც დასტურდება ხელმოწერით.