ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
ქ. თბილისი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
|
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
2. დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე და სადღესასწაულო დღეები არის დასვენების დღეები.
3. გამგეობაში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით.
4. სამუშაო დღე იწყება 10 სთ-ზე და მთავრდება 19 სთ-ზე. შესვენება იწყება 14 სთ-ზე და გრძელდება 15 სთ-მდე.
5. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ იმყოფება შენობაში, ითვლება სამსახურში მყოფად.
2. გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქ. თბილისის საკრებულო.
3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა პლასტიკურ ბარათზე დარიცხვით სს ,,ლიბერთი ბანკში".
2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას მითითებით - ,,გავეცანი".
3. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამგეობის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მოთავსებას.
2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი მოქმედება, რომელიც შეაფერხებს გამგეობის მუშაობას;
გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესის უკლებლივ ყველა მოთხოვნა;
დ) გაუფრთხილდეს მასთან არსებულ დაწესებულების ქონებას;
ე) შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ვ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში.
3. დაუშვებელია გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში ხანძარსაშიში, ტოქსიკური ან სხვა მავნე ნივთიერების შემოტანა და მისი მოთავსება.
2. გამგეობის შენობაში (გამგეობის განყოფილებაში) თამბაქოს მოწევისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები.
3. ადგილები, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს მოწევისათვის, უნდა ექვემდებარებოდეს ვენტილაციას დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე, ერთი საათით მაინც.
4. თამბაქოს მოსაწევ ადგილზე განთავსდება შესაბამისი აბრები.
5. თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
1. მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
2. ჰიგიენურ წერტილებში;
3. ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;
4. ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;
5. კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;
6. წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.
2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
2. სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურემ, სულ ცოტა ერთი დღით ადრე, უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს ამის შესახებ. შეტყობინება შეიძლება მოხდეს შემდგომაც, თუ არსებობს ამის საპატიო მიზეზი.
3. სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაო ადგილიდან გასვლა ფიქსირდება მაგნიტური ბარათების სისტემის მეშვეობით.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება გამგეობის შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
2. გამგეობის აპარატი სამსახურში მიღებისას უზრუნველყოფს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის გაცნობას, რაც დასტურდება ხელმოწერით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ჩუღურეთის რაიონის გამგეობა). დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.53.101.016010.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, №2, 27.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1878024/