ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
|
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესი
ა) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
დ) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის გამართული მუშაობის ხელშეწყობა.
2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
2. დასაქმებული პირი ვალდებულია სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან მიმართებაში დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი.
3. ტექნიკური საშუალებების და სხვა ფასეულობების დასაქმებულ პირზე გადაცემა–დაბრუნება დასტურდება შესაბამისი აქტით და მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიმღებს.
4. სამსახურში თამბაქოს მოწევა აკრძალულია, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, სადაც უნდა განთავსდეს შესაბამისი აბრა.
2. სამუშაო დღე იწყება 10.00 სთ–ზე და სრულდება 19.00 სთ–ზე.
3. შესვენების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 14.00 სთ–დან 15.00 სთ–მდე.
4. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს შესვენების დროის განმავლობაში დატოვოს სამუშაო ადგილი.
5. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებული პირები სარგებლობენ დასვენების დროით.
6. დასვენების დრო განისაზღვრება დასვენებისა და უქმე დღეებით. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით.
2. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას დასაქმებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი.
3. თუ დასაქმებული პირი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.
4. თუ დასაქმებული პირი უშუალო უფროსთან შეთახმების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში ზედიზედ ორი დღე და არ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება.
2. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
3. დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამსახურში მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელს (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელს) უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლამდე, სამსახურში დასაქმებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შვებულება.
4. დასაქმებულ პირს მუშაობის მეორე წლიდან ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელთან (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელთან) შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ დროს.
5. დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელთან (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელთან) შეთანხმებით, შვებულება გამოიყენოს ნაწილ–ნაწილ.
2 . მივლინების სახეებია:
ა) ანაზღაურებადი მივლინება – მივლინება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად;
ბ) აუნაზღაურებადი მივლინება – მივლინება იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც მდებარეობს დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი.
3. მივლინებაში ყოფნის პერიოდში სამსახურში დასაქმებულ პირს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება.
2. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქალაქ თბილისის საკრებულო.
3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს საბანკო მომსახურებით.
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის, ამ შინაგანაწესის, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის ბრძანებების და განკარგულებების, ხელმძღვანელობის მითითებების და სამუშაო ინსტრუქციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
დ) ზოგადი ზნეობრივი ნორმების დარღვევა, გამგეობაში დასაქმებული პირის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის შრომის ანაზღაურების დაკავება;
დ) დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;
ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი თავისი ინიციატივით, უშუალო უფროსის წინადადების ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. გამგეობის აპარატი ვალდებულია მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით).
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.