ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
|
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
2. სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და მთავრდება 19:00 სთ-ზე;
3. სამუშაო დღე განისაზღვრება ერთსაათიანი შესვენებით, შესვენება იწყება 14:00 სთ-დან და გრძელდება 15:00 სთ-მდე;
4. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება გამგეობის შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, მითითებით ,,გავეცანი”;
3. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურეთა განსაზღვრულ პირებს, აქტის გაცნობის წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯარო გამოცხადებით;
2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში;
ზ) ქმნიდეს პოზიტიურ გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს.
3. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გამგეობის შენობაში ხანძარსაშიში ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და საგნების შემოტანა;
ბ) გამგეობის შენობაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა;
გ) გამგეობის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა;
დ) გამგეობის შენობაში ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური, და სხვა სახის მავნე ნივთიერებათა შემოტანა;
2. გამგეობის შენობაში, თამბაქოს მოხმარებისათვის გამოყოფილი ადგილები უნდა შეიცავდეს: ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ცენტრალურ სისტემას, ვენტილაციას;
3. გამგეობის შენობაში თამბაქოს მოხმარების ადგილებში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი აბრები;
4. გამგეობის მთელ შენობაში, თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის საამისოდ უფლებამოსილ პირს, შეუძლია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
5. გამგეობის შენობაში, თამბაქოს მომხმარებელთათვის სპეციალური მოსაწევი ადგილების გამოყოფა აკრძალულია შემდეგ ადგილებში:
ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
ბ) ჰიგიენურ წერტილებში;
გ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ადგილებში.
2. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში დაწესებულებიდან გასვლის აღრიცხვა წასვლის შეიძლება წარმოებდეს სპეციალური ჟურნალით, ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება რაიონის გამგეობის შენობაში განთავსებულ სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას;
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს და აგრეთვე რაიონის გამგეობის შენობაში მყოფ მოქალაქეებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ვაკის რაიონის გამგეობა). დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.53.101.016007.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, №2, 22.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1876605/