ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
|
შინაგანაწესი
2. შინაგანაწესის მიზნებია:
ა)გამგეობის მოსამსახურეთა ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ)გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის ხელის შეწყობა;
გ) გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალურად გამოყენება;
ე) შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლება.
3. შინაგანაწესით განისაზღვრება გამგეობის მოსამსახურეთა შრომის და დასვენების რეჟიმი, ხელფასის გაცემის დრო და ადგილი, სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი, თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, თანამშრომელთა ქცევის ზოგადი წესები.
2.სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და მთავრდება 19:00 სთ-ზე.
3. სამუშაო დღე განისაზღვრება ერთსაათიანი შესვენებით. შესვენება იწყება 13:00 სთ-დან და გრძელდება 14:00 სთ-მდე.
4.გამგეობის მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება გამგეობის შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
5. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უქმე დღეები.
2. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ გამგებელს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.
3. გამგებელი უფლებამოსილია უარი თქვას შვებულების თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და გამგებელთან შეთანხმებით ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
2. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
2. ერთი თვის განმავლობაში მოსამსახურის სამი და მეტი არასაპატიო მიზეზით დაგვიანება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას.
3. სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარუდგინოს უშუალო უფროსს მოხსენებითი ბარათი დაგვიანების მიზეზის შესახებ.
2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავის სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში;
ზ) ქმნიდეს პოზიტიურ გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს.
3. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გამგეობის შენობაში ხანძარსაშიში ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და საგნების შემოტანა;
ბ) გამგეობის შენობაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა;
გ)გამგეობის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა;
დ) გამგეობის შენობაში ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური, და სხვა სახის მანვე ნივთიერებათა შემოტანა.
2. მოსამსახურე ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელობისგან სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მისთვის მინდობილი სამართლებრივი აქტები, რომელებიც შეეხება მოსამსხურის სამსახურს და მის ფუნქციებს.
2. გამგეობის შენობაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილი ადგილები უნდა შეიცავდეს: ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ცენტრალურ სისტემას, ვენტილაციას ან/და ნიავდებოდეს დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც.
3. გამგეობაში შენობაში თამბაქოს მოსაწევ ადგილებში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი აბრები.
4. გამგეობის მთელ შენობაში თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის აპარატი.
2. გამგეობის აპარატი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.