1. გამგეობაში მოქალაქეთა წერილობით მომართვებზე (განცხადება, საჩივარი და ა.შ.) მუშაობას და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს გამგეობის შესაბამისი განყოფილებები და გამგეობის აპარატი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
2.საჯარო ინფორმაციის შეუფერხებელ გაცემას უზრუნველყოფს აპარატი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის დაცვით.
3. სხვადასხვა სამსახურებიდან შემოსულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებზე კანონით დადგენილ ვადებში რეაგირების კონტროლს ახორციელებს გამგეობის აპარატი.
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ აპარატი კვარტალში ერთხელ წარადგენს ინფორმაციას გამგეობის სხდომაზე.
თავი VIII
დასკვნითი დებულებან