1. მას შემდეგ, რაც შშო, რომლის აკრედიტაცია არის შეჩერებული, აკრედიტაციის ცენტრს მიმართავს წინამდებარე საკ 1.1:2020-ში დადგენილ შესაბამის ვადაში, რომ მის მიერ აღმოფხვრილია ყველა შეუსაბამობა შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების გათვალისწინებით და წარადგენს შესაბამის მტკიცებულებას, აკრედიტაციის კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენის თაობაზე. ხოლო თუ შშო-ს მხრიდან შეუსაბამობები არ იქნება აღმოფხვრილი შესაბამის ვადებში ან აკრედიტაციის კომიტეტის მიერ არასაკმარისად იქნება მიჩნეული განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები, ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შშო-ს აკრედიტაციის  გაუქმების ან აკრედიტაციის სფეროს  შემცირების თაობაზე.

2. შშო-ს, რომელსაც გაუუქმდა აკრედიტაცია წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, უფლება აქვს აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მცირე 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება, როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი. ამასთან, ახალ აკრედიტაციის პროცესში შეფასებისას შემფასებელთა ჯგუფის მიერ განხილული და გათვალისწინებული უნდა იყოს გაუქმების მიზეზები და წინა პერიოდის ჩანაწერებიც.

3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ მიიღება შშო-ს განაცხადი აკრედიტაციაზე, რომლის აკრედიტაცია გაუქმდა ზედიზედ მეორედ ერთი და იმავე საფუძვლით, რომელიც მოცემულია საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში.

4. შშო-ს განაცხადი, რომლის აკრედიტაცია შემცირდა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მიიღება აკრედიტაციის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მცირე 3 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, თუ განხორციელებული შეფასების ფარგლებში დადგინდა, რომ შშო-მ აღმოფხვრა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობები და წარმოადგინა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის კომიტეტის მიერ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის სფეროს გაფართოების გზით.

5. შშო-ს აკრედიტაციის განაცხადთან მიმართებაში, რომლის აკრედიტაცია არ გაუქმებულა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული 6-თვიანი ვად