1. შშო ვალდებულია დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) შეესაბამებოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სტანდარტის მოთხოვნებს, აკმაყოფილებდეს წინამდებარე აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების შესაბამის მოთხოვნებს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილ სხვა რეგულაციებს, სახელმძღვანელო მითითებებს, პროცედურებსა და პოლიტიკებს და ILAC/IAF/EA-ს დოკუმენტების შესაბამისად დადგენილ შესაბამის აკრედიტაციის მოთხოვნებს;
ბ) შშო-მ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი პროცედურები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებლის ინფორმირებულობა იმ აკრედიტებულ და არააკრედიტებულ შესაბამისობის შეფასების სფეროში, რომელსაც ის სთავაზობს და მოახდინოს აკრედიტაციის შესახებ დეკლარირება მხოლოდ აკრედიტებულ სფეროში;
გ) საქმიანობისას არ გამოიყენოს აკრედიტაციაზე მითითება ისე, რომ ზიანი მიადგეს აკრედიტაციის ცენტრის რეპუტაციას;
დ) თუ შშო-ს შეუჩერდა ან გაუუქმდა აკრედიტაცია ან შეუმცირდა აკრედიტაციის სფერო, ის ვალდებულია, რომ არ გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო შესაბამის სფეროში საქმიანობისას, მათ შორის, შშო-ს რეკლამირებისას;
ე) თუ შშო-ს შეუჩერდა ან გაუუქმდა აკრედიტაცია ან შეუმცირდა აკრედიტაციის სფერო, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თავის მომხმარებელს აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების ან აკრედიტაციის შემცირებისა და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე და წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულება;
ვ) აკრედიტებული შშო-ს მიერ, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. მათ შორის:
ვ.ა) ცვლილებები დაკავშირებული შშო-ს იურიდიულ, კომერციულ, ორგანიზაციულ ან საკუთრების საკითხებთან;
ვ.ბ) ცვლილებები შშო-ს ხელმძღვანელობის და ძირითადი პერსონალის თაობაზე;
ვ.გ) ცვლილებები შშო-ს ძირითად პოლიტიკაში და პროცედურებში;
ვ.დ) ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია შშო-ს ფაქტობრივი მისამართის, სტატუსის და რესურსების (პერსონალი, მოწყობილობა და ა.შ) საკითხებთან;
ვ.ე) ცვლილება, რომელიც უკავშირდება შშო-ს აკრედიტაციის სფეროს;
ვ.ვ) ცვლილებები დაკავშირებული შშო-ს წარმომადგენლობასთან და შშო-ს ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ საქმიანობასთან;
ვ.ზ) სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებაზე.
ზ) შშო ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შესაბამისი აკრედიტაციის საფასური;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში შშო-ს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა;
ი) შშო-მ, აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს მას შესაბამისი საქმიანობის ჩანაწერები, მათ შორის, ვიდეო ან/და სხვა სახის ჩანაწერები;
კ) არსებული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შშო-მ უნდა უზრუნველყოს აკრედიტაციის ცენტრთან სათანადო თანამშრომლობა;
ლ) შშო-მ უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთან/ქვეკონტრაქტორთან დადებულ შეთანხმებაში შესაბამისი პირობის ასახვა, რაც აკრედიტაციის ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს, რომ აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განახორციელოს შშო-ს მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი შშო-ს საქმიანობის შესაფასებლად;
მ) შშო ვალდებულია შეასრულოს „შეთანხმება აკრედიტაციაზე“-თი გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებ